„კარარეზეში“ დაჩი ლორთქიფანიძე წარადგინეს, რომელმაც ადგილობრივი მედიის შეკითხვებს უპასუხა.
როგორც ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ახლა მას სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რათა თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს.
„ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ცოტა ხნის წინ მოვედი, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი დადებითად მიმდინარეობს, გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს. ცოტა დრო დამჭირდა იმის გასაგებად, თუ როგორი ერთიანია გუნდი.
„კარარეზე“ ძალიან ადვილი არჩევანი იყო. სერია A-ში „კრემონეზეში“ გატარებული 6 თვის შემდეგ მინდოდა სათამაშო პრაქტიკა მივითო, რომ დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები. „კარარეზე“ ძალიან კარგი გუნდია და გადამწყვეტილებაში ეჭვი არ შემიტანია.
ნახევარდაცვაში ყველა პოზიციაზე თამაში შემიძლია, როგორც ცენტრში, ისე შუამარბად. ნახევარდაცვაში თავს ნებისმიერ პოზიციაზე კომფორტულად ვგრძნობ“, - თქვა ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ დაჩი ლორთქიფანიძე „კარარეზეს“, რომელიც სერია B-ში თამაშობს, „კრემონეზედან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.







