ფეხბურთი

18:06 | 5.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გუგეშაშვილი კარიერას ბერძნულ გუნდში გააგრძელებს

სალონიკის „პაოკის“ მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას „ათრომიტოსში“ გააგრძელებს. მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და გარიგება ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.

ლუკა ბერძნულ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება. მას „პაოკში“ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მესამე მეკარეა და მიმდინარე სეზონში მოედანზე ერთადერთხელ გავიდა.

ლუკა გუგეშაშვილმა გასული სეზონი „პანსერაიკოსში“ გაატარა, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა და „პაოკმა“ მისი შეძენა გადაწყვიტა, მაგრამ სალონიკელთა რიგებში ქართველ კიპერს შანსი არ მისცემია.

„ათრომიტოსი“ საბერძნეთის სუპერლიგაში 19 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-11 ადგილზეა.

0.163144