მიუნხენის „ბაიერნმა“ სერჟ გნაბრის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
გერმანელი შემტევი „რეკორდმაისტერში“ 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება.
„ძალიან მიხარია, რომ „ბაიერნში“ მომდევნო წლებშიც ვითამაშებ. როდესაც „ბაიერნში“ თამაში დავიწყე, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აქ 10 წელი დავრჩებოდი. ჩემი მიზანი, ასე გაგრძელებაა, „ბაიერნში“ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში“, - თქვა გნაბრიმ.
შეგახსენებთ, რომ სერჟ გნაბრი „ბაიერნს“ 2018 წელს შეუერთდა, მას შემდეგ გერმანულ გრანდში მან 309 მატჩში 100 გოლის გატანა მოახერხა.







