ფეხბურთი

21:11 | 5.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ "ალ-ნასრის" მომდევნო მატჩშიც არ ითამაშებს

„ალ-ნასრის“ ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა, მაგრამ საუდი პრო ლიგის მომდევნო მატჩში არ ითამაშებს.

პორტუგალიელს არც ტრავმა აქვს და არც კლუბთან აქვს კონფლიქტი, თუმცა, „ალ-იტიჰადის“ წინააღმდეგ მოედანზე არ იქნება. ოფიციალური მიზეზი უცნობია.

მანამდე ითქვა, რომ რონალდუ უკმაყოფილოა საინვესტიციო ფონდით, რომელიც უფრო დიდ ყურადღებას „ალ-ჰილალს“ უთმობს, ვიდრე „ალ-ნასრს“ და კონკურენტიც უფრო მეტად ძლიერდება.

0.161595