სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:22 | 5.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: "სპალეტიმ "იუვენტუსს" იდენტობა დაუბრუნა"

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, „იუვეს“ შეუძლია სკუდეტოსთვის ბრძოლა, რადგან ლუჩანო სპალეტიმ გუნდს იდენტობა დაუბრუნა.

სპალეტიმ „იუვენტუსს“ იდენტობა დაუბრუნა. „იუვენტუსი“ ყოველთვის მაქსიმუმისკენ და შესაბამისად, სკუდეტოსკენ უნდა ისწრაფოდეს. ვფიქრობ, ზედიზედ 4-5 მატჩს თუ მოიგებს, მათ შორის, „ინტერთან“ შეხვედრასაც ვგულისხმობ, შეუძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა.

ჩემსა და ილდიზს შორის პარალელის გავლება არ შეიძლება: ქენანი საკუთარი გზით უნდა წავიდეს. კონსეისაოს სეზონის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია“, - თქვა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 45 ქულით მეოთხე ადგილზეა და „ინტერს“ 10 ქულით ჩამორჩება.

0.165222