„ფროზინონეს“ ფეხბურთელის, გიორგი კვერნაძის გოლი „რეჯანას“ კარში - სერია B-ში იანვრის საუკეთესო გოლად დასახელდა. ამის შესახებ ლიგის ვებგვერდი იტყობინება.
კვერნაძის ეს გოლი ჯერ კონკრეტულად 21-ე ტურში აღიარეს საუკეთესოდ, ხოლო ახლა უკვე იანვარში. თვის საუკეთესო გოლის ავტორი გიორგი კვერნაძე სერია B-ში მეორედ გახდა - ერთხელ გასულ სეზონში (დეკემბერში).
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძეს სერია B-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.







