ფეხბურთი

23:25 | 5.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

კარიმ ბენზემამ "ალ-ჰილალში" სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა

საუდი პრო ლიგის მეოცე ტურში „ალ-ჰილალმა“ სტუმრად „ალ-ოხდუდი“ 6:0 გაანადგურა, კარიმ ბენზემას კი ფანტასტიკური დებიუტი ჰქონდა.

38 წლის ფრანგი „ალ-ჰილალს“ „ალ-იტიჰადიდან“ მხოლოდ სამი დღის წინ შეუერთდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ პირველივე მატჩში ჰეთ-თრიქი შეესრულებინა. ბენზემამ ანგარიში 31-ე წუთზე გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში, ოთხწუთიან ინტერვალში კიდევ ორჯერ გაიტანა.

ბენზემას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 თამაშში 11 გოლი აქვს გატანილი. "ალ-ჰილალმა" ფრანგის სამ გოლს შემდეგ კიდევ სამი გოლი დაუმატა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

„ალ-ჰილალმა“ სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 50 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 13 თებერვალს, „ალ-ეტიფაქს“ უმასპინძლებს.

0.090881