სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

1:50 | 6.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტამ" "იუვენტუსი" დაამარცხა და იტალიის თასის ნახევარფინალშია

იტალიის თასის მეოთხედფინალში ბერგამოს „ატალანტამ“ ტურინის „იუვენტუსი“ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

„იუვემ“ კარგად დაიწყო და მატჩის დასაწყისში ანგარიშის გახსნა არაერთხელ შეეძლო. განსაკუთრებით, ფრანსისკო კონსეისაოს, რომელმაც ჯერ მეკარეს ვერ აჯობა პირისპირ, შემდეგ ბურთ ხარიხას გაარტყა. სამაგიეროდ, 27-ე წუთზე „ატალანტა“ პირველივე შანსით დაწინაურდა - ჯანლუკა სკამაკამ პენალტი გაიტანა.

მეორე ტაიმშიც ლუჩანო სპალეტის გუნდი ისევ უკეთ თამაშობდა, უტევდა, ცდილობდა გათანაბრებას, მაგრამ მატჩის მიწურულს კონტრშეტევაზე ორი გოლი გაუშვა - კამანდილ სულემანასა და მარიო პაშალიჩისგან.

„ატალანტამ“ 3:0 მოიგო და ნახევარფინალში „ბოლონიას“ ან „ლაციოს“ შეხვდება, ხოლო მეორე ნახევარფინალში „ინტერი“ ელოდება მეტოქეს - „ნაპოლი“ ან „კომო“.

0.098928