სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:15 | 6.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკმენის შესანიშნავი დებიუტი "ატლეტიკოში": ესპანეთის თასის ნახევარფინალისტები გაირკვა

ესპანეთის თასის მეოთხედფინალში მადრიდის „ატლეტიკომ“ სევილიაში „ბეტისი“ 5:0 გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა.

დიეგო სიმეონეს გუნდმა მატჩის პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, როცა დავიდ ჰანცკომ, ჯულიანო სიმეონემ და ადემოლა ლუკმენმა გაიტანეს. მეორე ნახევარში ანტუან გრიზმანმა და ტიაგო ალმადამ კიდევ ორჯერ დაამწუხრეს მეტოქე.

აღსანიშნავია, ლუკმენის თამაში, რომელსაც ესპანურ გუნდში დებიუტი ჰქონდა, რომელიც შესანიშნავი გამოუვიდა - გოლი და საგოლე პასი.

ესპანეთის თასზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა, შედეგად, ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია: „ატლეტიკო“, „ბარსელონა“, „ბილბაო“ და „სოსიედადი“.

0.172748