კალათბურთი

9:31 | 6.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 17 ქულა და "ტორონტოს" დამაჯერებელი გამარჯვება "ჩიკაგოსთან"

NBA-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა". კანადელებმა საკუთარ მოედანზე "ჩიკაგო ბულსს" უმასპინძლეს და მეტოქე დამაჯერებლად 123:107 დაამარცხეს.

სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, ქართველმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 23:18 წუთი დაყო, რა დროშიც 17 ქულას, 5 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას, 3 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. სანდრომ 6-დან 4 სამქულიანი, 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო სროლა ისროლა ზუსტად.

რაც შეეხება შეხვედრა, მასპინძლებმა თავიდანვე კარგად დაიწყეს და მეტოქე გარდა მეორე მეოთხედისა, რომელიც მხოლოდ ერთი ქულით დათმეს ყველა პერიოდში დაჯაბნეს და მიმდინარე სეზონში 31-ე გამარჯვება მოიპოვეს. "ტორონტოს" მხრიდან ყველაზე შედეგიანი ბრენდონ ინგრამი იყო, რომელმაც მატჩი 33 ქულით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 31 მოგებითა და 22 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო შეხვედრას 9 თებერვალს "ინდიანას" წინააღმდეგ გამართავს.

0.164119