NBA-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძეს "ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ მოედანზე "ბრუკლინ ნეთსს" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად 118:98 დაამარცხა.
ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ "ორლანდომ" საკუთარ მოედანზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, მასპინძლებმა შეხვედრა თავიდანვე კარგად დაიწყეს და მეტოქე უშანსოდ დაამარცხეს. "ორლანდოს" მხრიდან ყველაზე მეტი ქულა დესმონდ ბანე 23 და პაოლო ბანჩერომ 22 ჩააგდეს.
გოგა ბითაძემ დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ 6 წუთი ითამაშა, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა 6 ქულას, 1 მოხსნასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. გოგამ 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანის სროლის მცდელობა არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 26 მოგებითა და 24 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო მატჩს 8 თებერვალს "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს.







