UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია საქმეში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი ალვარო კოლმენერო ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ილია თოფურიას მომდევნო ბრძოლის თარიღი და მეტოქე 90%-ით გარკვეულია და ყველაფერი ოფიციალურად სულ მალე დადასტურდება. "ელ მატადორი" წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, თეთრი სახლის ქარდზე იბრძოლებს და მისი მოწინააღმდეგე დროებითი ქამრის მფლობელი ჯასტინ გეიჯი იქნება. აღნიშნული ღონისძიება 14 ივნისს უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და მისი ყოფილი მეუღლის ჯორჯინა უსკატეგის სასამართლო გუშინ ოფიციალურად დასრულდა, რის შემდეგაც ილიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით - "ჩემპიონი დაბრუნდა".







