საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ვილიარეალის" ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული. ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.
მიქაუტაძეს კონკურენტები კი ალფონსო პედრასა და ხერარდ მორენო არიან. გულშემატკივრებს ხმის მიცემა შემდეგ ბულზე გადასვლის და რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეუძლია.
ცნობისთვის, იანვრის თვეში "ვილიარეალმა" შვიდი შეხვედრა გამართა, მიქაუტაძემ კი ყველა მათგანში მიიღო მონაწილეობა და თავი 2 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ "ვილიარეალი" 21 ტურის შემდეგ 42 ქულით ლა ლიგაში მე-4 ადგილზე იმყოფება, ხოლო მომდევნო მატჩს 10 თებერვალს "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.







