რაგბი

13:08 | 6.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

TOP 14-ის თვის საუკეთესო გუნდში ორი ქართველი მორაგბე მოხვდა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის, TOP 14-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა იანვრის თვის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, სადაც "ლა როშელისა" და "რასინგის" ქართველი ლეგიონერები: დავით ნინიაშვილი და გურამ გოგიჩაიშვილი მოხვდნენ.

დავით ნინიაშვილმა იანვარში "ლა როშელის" მაისურით სამ შეხვედრაში ითამაშა და თავი ორი ლელოთი გამოიჩინა, ქართველმა ერთი ლელო მის ყოფილ კლუბ "ლიონს" გაუტანა. რაც შეეხება გოგიჩაიშვილს, მას ყველაზე გამორჩეული მატჩი „პერპირიანთან“ ჰქონდა, სადაც სადებიუტო ლელოს დადება მოახერხა.



შეგახსენებთ, რომ "ლა როშელი" 16 ტურის შემდეგ 43 ქულას აგროვებს და მე-10 ადგილზე იმყოფება, ხოლო "რასინგი" 41 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

0.099209