UFC-ის მსუბუქი დივიზიონის დროებითი ქამრის მფლობელმა ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიასთან გასამართ ბრძოლაზე კომენტარი გააკეთა. ამერიკელი მებრძოლი იმედს იტოვებს, რომ მათი დაპირისპირება თეთრი სახლის ღონისძიებაზე გაიმართება.
"თოფურია მზად უნდა იყოს, რადგან ივნისში თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებაზე მასთან ჩხუბი მსურს. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ დროებით ქამარზე ჩხუბს დავთანხმდი", - განაცხადა გეიჯიმ.
აქვე უნდა ვთქვათ ის ფაქტიც, რომ ესპანელი ჟურნალისტის ალვარო კოლმენეროს ინფორმაციით, ილია თოფურიას მომდევნო ბრძოლის თარიღი და მეტოქე 90%-ით გარკვეულია და ყველაფერი ოფიციალურად სულ მალე დადასტურდება. "ელ მატადორი" წლის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, თეთრი სახლის ქარდზე იბრძოლებს და მისი მოწინააღმდეგე დროებითი ქამრის მფლობელი ჯასტინ გეიჯი იქნება. აღნიშნული ღონისძიება 14 ივნისს უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და მისი ყოფილი მეუღლის ჯორჯინა უსკატეგის სასამართლო გუშინ ოფიციალურად დასრულდა, რის შემდეგაც ილიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით - "ჩემპიონი დაბრუნდა".







