სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:07 | 6.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ლევანდოვსკისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ფიქრობს

„ბარსელონა“ რობერტ ლევანდოვსკისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს, რომელიც პოლონელ ფორვარდს „კამპ ნოუზე“ მინიმუმ კიდევ ერთი სეზონით დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კონტრაქტი ხელფასის შემცირებასაც მოიცავს.

ლევანდოვსკის მიმდინარე შეთანხმება სეზონის ბოლოს იწურება და ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, რის გამოც მისი მომავალი კატალონიურ კლუბში ჯერჯერობით გაურკვეველია.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის პოლონელი ფორვარდი "ბარსელონაში" 2022 წლიდან თამაშობს, მას მიმდინარე სეზონში 27 მატჩი აქვს ჩატარებული და 12 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

0.091938