სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

15:40 | 6.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძე: "აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ აქ ჩაკვეტაძესთან ერთად ვითამაშებ"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "უოტფორდის" ფეხბურთელმა საბა გოგლიჩიძემ კლუბის ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. საბას თქმით, "უოტფორდში" გადასვლით და იმ ფაქტით, რომ გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად მოუწევს თამაში ძალიან ბედნიერია.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აქ ჩემს მეგობართან, გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად ვარ, როდესაც შენი ქვეყნის გარეთ თამაშობ, ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრები გყავდეს გვერდით.

„ნაკრებში ფეხბურთელები ბევრს ვსაუბრობთ ჩვენს კლუბებზე და გიორგი ყოველთვის კარგად ლაპარაკობდა ‘უოტფორდზე’, ბაზაზე, სისტემაზე და იმაზე, რომ კლუბი პრემიერ ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

"უოტფორდზე’ გარკვეული ინფორმაცია მქონდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, ჩაკვეტაძის აქ ყოფნის დროს ‘უოტფორდის’ თამაშებს ვუყურებდი. რაც დავინახე, ძალიან სწრაფი ფეხბურთია – შეტევა, მერე დაცვა, ისევ შეტევა, ბურთი არასდროს ჩერდება. ეს ძალიან მომწონს. ვფიქრობ, რომ ასეთი ფეხბურთისთვის მზად ვარ და ვეცდები მაქსიმალურად სიამოვნება მივიღო.

აქ გატარებული სამი თვე დიდი დრო არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავალთ და გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარები.

არ ვიცი, როდის იქნება ჩემი პირველი თამაში. ამ დღეს მოუთმენლად ველოდები, რადგან მინდა ახალი მაისურით ვითამაშო და ის ატმოსფერო შევიგრძნო, რომელიც ინგლისის სტადიონებზე დგას", - განაცხადა გოგლიჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "უოტფორდში" ითამაშებს, შემდეგ კი კვლავ "უდინეზეში" დაბრუნდება. საბას გარდა ინგლისურ კლუბში კიდევ ორი ქართველი თამაშობს" გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელიც ჯერჯერობით მეორე გუნდში ასპარეზობს.

0.098576