სხვა

14:59 | 6.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის ოლიმპიადა დაიწყო: სმოლკინი-დევისი წყვილის 5 ქულა პირველ გამოსვლაში

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების წევრებმა გამოსვლა დაიწყეს. პირველები საქმეში გლებ სმოლკინი და დიანა დევისი ჩაერთვნენ, რომლებმაც სპორტულ ცეკვებში იასპარეზეს.

სმოლკინისა და დევისის წყვილმა საბოლოოდ, 78.97 ქულა მიიღეს, რაც 10 ფინალურ მონაწილეს შორის მეექვსე შედეგი გამოდგა. ლიდერებმა, მედისონ ჩოკი და ევან ბეიტსი (აშშ) 91.06 ქულა მიიღეს, შესაბამისად, მათთან ჩამორჩენა პრაქტიკულად 13 ქულა იყო.

აქვე გეტყვით, რომ სმოლკინი-დევისი წყვილმა გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს 5 ქულა მოუტანეს.

დღეს, მილანში მიმდინარე ოლიმპიადაზე ყინულზე ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა გავლენ, რომლებიც სპორტულ წყვილებში იასპარეზებენ.

0.097155