სხვა

16:40 | 6.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

მეტელკინა-ბერულავას წყვილის გამოსვლის შემდეგ საქართველო სამეულშია

ზამთრის ოლიმპიადაზე გრძელდება ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა, სადაც საქართველოს სახელით ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი გამოვიდა.

მოკლე პროგრამაში მათ 77.54 ქულა მიიღეს და 9 გუნდური ქულით მეორე შედეგი აჩვენეს. მანამდე, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მოგეხსენებათ, 5 გუნდური ქულა მოიპოვეს. შესაბამისად, ორი დისციპლინის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 14 ქულა აქვს, რითაც მესამე ადგილზეა. წინ მხოლოდ აშშ (16 ქულა) და იტალია არიან (14 ქულა).

დღეს, მოკლე პროგრამაში ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს, 7 თებერვალს კი ნიკა ეგაძე.

გუნდურ შეჯიბრში 10 ქვეყანა მონაწილეობს, საიდანაც 5 საუკეთესო ფინალში გადავა, შემდეგ ეს 5 ქვეყანა მედლებისთვის იბბრძოლებს.

0.174665