21 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ნიკო პასი ზაფხულში იტალიურ "კომოს" დატოვებს და მადრიდის "რეალში" დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Diarioas-ი იტყობინება.
წყაროს ცნობით, მხარეებმა საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს და მიუხედავად მისი სატრანსფერო ღირებულებისა, "სამეფო კლუბი" მის დაბრუნებას მხოლოდ 9 მილიონის სანაცვლოდ შეძლებს. საქმე ისაა, რომ როდესაც პასი "რეალიდან" "კომოში" გადავიდა, ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ "რეალს" ექნებოდა მისი ამ თანხის სანაცვლოდ შეძენის შესაძლებლობა.
შეგახსენებთ, რომ ნიკო პასი "კომოს" 2024 წელს შეუერთდა, მას მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. არგენტინელის სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 65 მილიონია.







