საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ჰაიდენჰაიმის" თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ხვალ "ჰამბურგთან" გასამართი მატჩისთვის სრულიად მზადაა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
გერმანელი სპეციალისტის თქმით, ბუდუ ხვალინდელი მატჩისთვის მთელი კვირის განმავლობაში ჩვეულ რეჟიმში ემზადებოდა და ის სათამაშოდ მზად არის. ქართველი ფეხბურთელი მინდორზე ბოლოს 21 ნოემბერს "გლადბახის" წინააღმდეგ გავიდა და მას შემდეგ 9 მატჩის გამოტოვება მოუწია. ბუდუს მუხლის დაზიანება ჰქონდა, რასაც ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში 10 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი ერთი გოლით გამოიჩინა."ჰაიდენჰაიმისა" და "ჰამბურგის მატჩი ხვალ, 18:30 საათზე გაიმართება.







