ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას გლაზგოს „სელტიკში“ გააგრძელებს.
32 წლის ნახევარმცველი შოტლანდიურ კლუბთან კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს, გახანგრძლივების ვარიანტით.
ოქსლეიდ-ჩემბერლენი ბოლოს „ბეშიქთაშში“ თამაშობდა, სადაც 50 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ინგლისელს მანამდე „საუთჰემპტონში“, „არსენალსა“ და „ლივერპულში“ უთამაშია.







