სტამბოლის „ბეშიქთაშმა“, რომელიც მეკარეს ეძებდა და გიორგი მამარდაშვილიც დაუკავშირეს, „რომასთან“ შეთანხმებას მიაღწია დევის ვასკესის ტრანსფერზე.
შესაბამისად, მამარდაშვილის თურქეთში გადასვლა გამორიცხულია - ქართველი მეკარე „ლივერპულში“ დარჩება.
დევის ვასკესი „ბეშიქთაშს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება. ის „რომას“ გარდა, იტალიაში „ემპოლის“, „ასკოლისა“ და „მილანის“ წევრი იყო, ხოლო მანამდე კოლუმბიასა და ბრაზილიაში თამაშობდა.







