ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგირულ ციგურაობაში გუნდურ შეჯიბრში საქართველო პირველი დღის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.
მილანი-კორტინას ოლიმპიადაზე მესამე ანასტასია გუბანოვა გავიდა საქართელოს ნაკრების შემადგენლობიდან, რომელამც 67.79 ქულა დაიმსახურა მოკლე პროგრამაში. შედეგად, 6 გუნდური ქულა მოიპოვა.
დღეს, მანამდე 5 გუნდური ქულა მოიპოვეს დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა, ხოლო ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილის აქტივში 9 გუნდური ქულაა. შედეგად, საქართველოს მონაგარი ჯამში 20 ქულაა, რითაც 10 მონაწილეს შორის მეოთხე პოზიციაზეა. ფინალურ ეტაპზე ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყანა გადავა, რის შედეგადაც, ხუთეული მედლებს გაითამაშებენ.
პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ ხუთეული ასეთია:
1. აშშ - 25 ქულა
2. იაპონია - 23
3. იტალია - 22
4. საქართველო - 20
5. კანადა - 19
7 თებერვალს, მოკლე პროგრამაში გამოვა ნიკა ეგაძე, სწორედ ამის შემდეგ იქნება ცნობილი, მოხვდება თუ არა, საქართველო ფინალურ ხუთეულში.







