სანტანდერის „რასინგის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ალბერტომ „მირანდესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გიორგი გულიაშვილზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, გულიაშვილს შეტევაში ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია, მაგრამ მისი ბუნებრივი პოზიცია უფრო მეორე თავდამსხმელია, ვიდრე ფორვარდი.
„ვფიქრობ, ძალიან ხმამაღალი განცხადებაა, რომ 9 ნომერი მისი ბუნებრივი პოზიცია არაა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად არ ვიცნობ, ალბათ, აქ მე ვარ ის ადამიანი, ვისაც მისი თამაში ყველაზე მეტჯერ უნახავს. იმის თქმა, რომ ეს მისი ბუნებრივი პოზიცია არ არის, ძალიან თამამად მეჩვენება. მას შეუძლია შეტევაში 10 ნომრად თამაში, ორივე ფლანგზე და ფორვარდადაც. ის უფრო მეორე თავდამსხმელია, ვიდრე ფორვარდი, ეს აშკარაა. ბოლო მატჩში ის გუნდისთვის ძალიან კარგად თამაშობდა და უკეთესი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, შეგვეძლო რამდენჯერმე მეკარესთან პირისპირ გასვლა. თუმცა, სიმართლეა, რომ ის მეორე თავდამსხმელია, მაგრამ შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში, ფორვარდის პოზიციაზე თამაში. ძალიან მობილური და აგრესიული ფეხბურთელია, ძალიან სწრაფი, რომელსაც ორივე ფეხით კარგი დარტყმა აქვს“, - განაცხადა ხოსე ალბერტომ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილს „რასინგში“ სამი უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო „რასინგი“ 44 ქულით ლა ლიგა 2-ში ლიდერია და უახლოეს ტურში 9 თებერვალს, „მირანდესს“ უმასპინძლებს.







