საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა აზერბაიჯანელ თანატოლებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში ჩატარებული მატჩი ტატა მატვეევას გუნდმა დიდი ანგარიშით მოიგო - 6:0.
საქართველოს ნაკრებში ჰეთ-თრიქი ანანო წიქარიძემ შეასრულა. თითო გოლი ელენე ბოლქვაძის და თეკლა ბერიძის ანგარიშზეა. ერთი გოლი კი, ბერიძის პასის შემდეგ, მეტოქემ საკუთარ კარში გაიტანა.
საქართველოს და აზერბაიჯანის 17-წლამდე გოგონათა ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 9 თებერვალს გაიმართება. მატჩი სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში 13:00 საათზე დაიწყება.







