„უოტფორდის“ დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა ჩარლი დენიელსმა განაცხადა, რომ „საუთჰემპტონთან“ მატჩში შეიძლება საბა გოგლიჩიძის დებიუტი შედგეს.
როგორც მან აღნიშნა, სხვა ახალწვეულებისგან, ედოარდო ბოვესა და პიერ ეკვასგან განსხვავებით ქართველ მცველს თამაში შეუძლია:
„ეკვა და ბოვე ამ უიქ-ენდზე ხელმისაწვდომი არ იქნებიან, მაგრამ ახლოს არიან დაბრუნებასთან. ბოვე ვარჯიშობს, ძალიან კარგადაა და მოუთმენლად ელოდება მოედანზე გამოჩენას. პიერს დიდი ხანია არ უთამაშია, ამიტომ, სანამ ითამაშებს, ფორმაში უნდა დაბრუნდეს. რაც შეეხება საბას, რამდენიმე დღეა ვარჯიშობს, ვნახოთ, ითამაშებს თუ არა“, - აღნიშნა დენიელსმა.
შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე „უოტფორდში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით „უდინეზედან“ გადავიდა, სადაც მას სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. „საუთჰემპტონი“ – „უოტფორდის“ მატჩი 7 თებერვალს, 16:30 საათზე გაიმართება.







