სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

22:50 | 6.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ლივერპული" ისევ გამორჩეული გუნდია, "ენფილდზე" თამაში ყოველთვის რთულია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ლივერპულთან“ მატჩის წინ ისაუბრა და მეტოქე შეაქო.

როგორც მან თქვა პრემიერლიგაში ყველაზე რთული გასვლითი მატჩი ყოველთვის „ენფილდზეა“.

„ლივერპული“ გამორჩეულ გუნდად რჩება. ეჭვგარეშეა, უმაღლესი დონის მწვრთნელითა და გამორჩეული მოთამაშეებით. „ლივერპულთან“ ყველაზე რთული გასვლითი თამაშია? დიახ. ყოველთვის რთული მეტოქე იყო სტადიონის და განსაკუთრებით ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხარისხის გათვალისწინებით. ეს ენფილდია. დიდი მატჩები ყოველთვის ძლიერ ხასიათს მოითხოვს. დიდ გუნდებში ფეხბურთელების მენტალიტეტი მნიშვნელოვანია“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში 47 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „ლივერპულს“ 39 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზეა. ამ გუნდების მატჩი 8 თებერვალს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

0.135695