ვეტერანი კოლუმბიელი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს.
34 წლის შემტევმა კონტრაქტი „მინესოტა იუნაიტედთან“ გააფორმა, რომელიც ძალაში ივნისამდე იქნება. თუმცა, შესაძლებელია, მხარეებმა თანამშრომლობა 2026 წლის ბოლომდე გააგრძელონ.
ხამეს როდრიგესი ბოლოს „ლეონში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე არაერთ გუნდში ითამაშა - „ენვიგადოში“, „ბანფილდში“, „პორტუში“, „მონაკოში“, „რეალში“, „ბაიერნში“, „ევერტონში“, „ალ-რაიანში“, „ოლიმპიაკოსში“, „სან პაულუსა“ და „რაიო ვალეკანოში“.







