ფეხბურთი

23:22 | 6.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა. ქართველი შემტევი ტრავმის შემდეგ გუნდს დღევანდელ საწვრთნელ პროცესში დაუბრუნდა.

პსჟ „მარსელთან“ მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება, ხოლო ძირითად შემადგენლობაში კვარას გამოჩენის შანსი დაბალია, რადგან მან ვარჯიში მხოლოდ ახლა განაახლა და ძნელად წარმოსადგენია, რომ ლუის ენრიკემ გარისკოს.

სავარაუდოდ, ქართველი შემტევი, რომელიც 28 იანვარს, "ნიუკასლთან" მატჩში დაშავდა, "მარსელთან" სათადარიგო სკამზე იქნება. ასე რომ, შეიძლება მეორე ტაიმში რამდენიმე წუთით ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 27 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მარსელის“ მატჩი 8 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083475