ფეხბურთი

0:30 | 7.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი იეგოიანმა ერედივიზიონში გოლი მაკრატელა დარტყმით გაიტანა

ნიდერლანდების ერედივიზიონის 22-ე ტურში ირაკლი იეგოიანის „ექსელსიორმა“ სტუმრად „ბრედა“ 2:0 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი ულამაზესი გოლი გაიტანა.

იეგოიანმა 31-ე წუთზე მაკრატელ დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 2:0 გახადა. შემდეგ არაფერი შეცვლილა, მატჩი ასე დასრულდა. ირაკლიმ მაკრატელა დარტყმით გოლი გასულ სეზონშიც გაიტანა, მაშინ მეორე დივიზიონში, როცა „ვიტესის“ მაისურით საჯარიმოს გარედან „გრააფსხაპს“ გაუტანა. ამჯერად, მან უფრო მანძილიდან შეაგდო, მაგრამ ეს გოლიც ძალიან ლამაზია.

იეგოიანი „ექსელსიორის“ ერთ-ერთი ლიდერია, ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასით გამოირჩა.

„ექსელსიორი“ 26 ქულით მე-10 ადგილს იკავებს, მომდევნო ტურში კი 14 თებერვალს, „ალკმაარს“ შინ დაუპირისპირდება.

0.095457