საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტური „მეცისა“ და „ლილის“ მატჩით დაიწყო, რომელიც ფრედ, 0:0 დასრულდა.
ამ შეხვედრაში სამივე ქართველმა ითამაშა: გიორგი წიტაიშვილი 90-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ შეცვალა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა, არა მარტო „მეცში“, არამედ ლიგა 1-სა და ტოპ ლიგაში. გიორგი აბუაშვილი მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა.
წიტაიშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი (1 საგოლე პასი), აბუაშვილის აქტივში 14 მატჩში 1 გოლია, ხოლო ქვილითაიამ პირველად ითამაშა.
„მეცს“ ლიგა 1-ში 9-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რომლის განმავლობაში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა და 13 ქულით ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო ტურის მატჩს კი 15 თებერვალს „ოსერთან“ ჩაატარებს.







