ევროლიგის 27-ე ტურში „ბარსელონა“ „ბასკონიას“ ესტუმრა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 97:91 დაამარცხა.
„ბარსა“ პირველივე პერიოდში 10 ქულით ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ ძალიან კარგად ითამაშა და საბოლოოდ, გამარჯვებაც მოიპოვა, რაშიც თორნიკე შენგელიამ საკმაო წვლილი შეიტანა.
ქართველმა კალათბურთელმა 28 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 8-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა.
„ბარსელონა“ 17 მოგებით და 10 წაგებით ევროლიგაში მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 12 თებერვალს, „პარიზს“ უმასპინძლებს.







