სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:28 | 7.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" როდრიგო გამოაკლდა

მადრიდის „რეალს“ როდრიგო გამოაკლდა, რომელიც ტრავმირებულია. ინფორმაციას ესპანური გუნდი ავრცელებს.

ბრაზილიელ შემტევს ბარძაყის კუნთის დაზიანება აღენიშნება, რის გამოც მოედანზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ გავა. როგორც „რეალი“ იტყობინება, როდრიგოს მდგომარეობა დღითიდღე შეფასდება. თავის მხრივ, ესპანური მედია წერს, რომ ის სავარაუდოდ ორი კვირა ვერ ითამაშებს.

აქვე გეტყვით, რომ როდრიგომ მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 26 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

0.095532