მადრიდის „რეალი“ „ლივერპულის“ ცენტრალური მცველის, იბრაჰიმა კონატეს უფასოდ გადაბირებაზე მუშაობს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, „სამეფო კლუბმა“ ფრანგ ფეხბურთელს, რომელსაც სეზონის ბოლოს „ლივერპულთან“ კონტრაქტი ეწურება, ხელშეკრულება 2031 წლის ზაფხულამდე შესთავაზა. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
იბრაჰიმა კონატე „ლივერპულში“ 2021 წლიდან თამაშობს და 163 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ლაიფციგისა“ და „სოშოს“ შემადგენლობაში გამოდიოდა.







