სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:47 | 7.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ნოიერს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

მიუნხენის „ბაიერნს“ მანუელ ნოიერთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.

ცნობილი ინსაიდერის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერმა“ ვეტერან გერმანელს კონტრაქტის გახანგრძლივება 2027 წლის ზაფხულამდე შესთავაზა და ახლა ნოიერის პასუხს ელოდება, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

მანუელს მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

ნოიერი, რომელიც მარტში 40 წლის ხდება, „ბაიერნში“ 2011 წელს „შალკედან“ გადავიდა და მას შემდეგ 586 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.150582