ძიუდო

14:54 | 7.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს უმედლო დღე პარიზის გრანდ სლემზე

ძიუდოში პარიზის გრანდ სლემმა სტარტი აიღო, სადაც საწყის საშეჯიბრო დღეს ქართველთა გამოსვლა წარუმატებელი გამოდგა.

66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი პირველ შეხვედრაში დამარცხდა ბრიტანელ ჩარლი იუნგთან და ასპარეზობა დაასრულა. თორნიკე გიგაურმა უფრო კარგად შეძლო გამოსვლა: მან ჯერ იუნ ვინგი იპონით დაამარცხა, შემდეგ ჩინელ ჟან ხუესაც აჯობა, მაგრამ შემდეგ აზერბაიჯანელ რუსლან პაშაიევთან დამარცხდა.

73 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჩიხელიძემ პირველივე შეხვედრაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ანტონ შუჰალიეიევთან მარცხი განიცადა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი ტურნირს ჩაეხსნა და არ უასპარეზია.

შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს, პარიზის გრანდ სლემზე კიდევ 6 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096954