გერმანიის II ტურში „ნიურნბერგი“ „პადერბორნთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ლუკა ლოჩოშვილმა გოლი გაიტანა.
ბავარიელები პირველივე ტაიმში ორი ბურთით ჩამორჩნენ, რასაც ისიც დაემატა, რომ მიროსლვა კლოზეს გუნდი მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მეორე ტაიმში „ნიურნბერგმა“ სხვაობა შეამცირა, რაც ლოჩოშვილის დამსახურებაა, რომელმაც მეტოქის კარი 75-ე წუთზე ძალიან მახვილი კუთხიდან დალაშქრა და ეფექტური გოლი გამოუვიდა. თუმცა, თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
ლუკამ მიმდინარე სეზონში მეორე გოლი გაიტანა. მას II ბუნდესლიგის ეგიდით 20 თამაში აქვს ჩატარებული.
„ნიურნბერგი“ 26 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო ტურში 13 თებერვალს, „კარლსრუეს“ უმასპინძლებს.







