სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:34 | 7.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

გოგლიჩიძის დებიუტი და შეცდომა: "უოტფორდი" ისევ დამარცხდა
ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ისევ შედეგიანი მოქმედების გარეშე

ინგლისის ჩემპიონშიფის 31-ე ტურში „უოტფორდი“ „საუთჰემპტონს“ ესტუმრა, რომელთანაც 0:1 დამარცხდა.

ამ შეხვედრაში შედგა საბა გოგლიჩიძის დებიუტი, რომელიც თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ წარმატებული დებიუტი ჰქონდა, რადგან ერთადერთი გოლი მოედანზე მისი შეცვლიდან რამდენიმე წამში გავიდა, რაშიც ქართველ მცველს ბრალეულობა ჰქონდა. სწორედ ის მეურვეობდა კუთხურის დროს კაილ ლარინს, რომელმაც თავით გოლი უპრობლემოდ გაიტანა.

გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველ შემტევს ცუდი სეზონი აქვს, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს 14 მატჩი, 0 გოლი და 1 საგოლე პასი. ეს შემტევისთვის კარგი მაჩვენებელი ნამდვილად არაა. "უოტფორდს" პირველი იანვრის შემდეგ არ მოუგია - 3 ფრე, 3 წაგება.

„უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 31 ტურის შემდეგ 44 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 თებერვალს, „პრესტონს“ სტუმრად შეხვდება.

0.095206