სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:48 | 7.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველი დაიმატა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი დავით ბუკია "ტორპედოში" ითამაშებს.

20 წლის მცველმა, რომელსაც საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს, იმერულ კლუბთან კონტრაქტი 2+1-წლიანი სისტემით გააფორმა. ბუკია თბილისის "ლოკომოტივის" აღზრდილია და "ტორპედოს" სწორედ დედაქალაქური კლუბიდან შეუერთდა.

გასულ წელს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ბუკიამ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა, "ლოკომოტივის" მაისურით კი 78 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.

"ტორპედოს" ახალწვეული ხვალ კვიპროსში გაემგზავრება და ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად მოემზადება.

0.094787