იტალიის სერია B-ს 23-ე ტურში „ფროზინონემ“ უშუალო კონკურენტ „ვენეციასთან“ 1:2 დამარცხდა, ხოლო გიორგი კვერნაძე საგოლე პასით გამოირჩა.
„ფროზინონე“ 43-ე წუთზე ანტონიო რაიმონდომ დააწინაურა, რომელსაც საგოლე პასი კვერნაძემ გაუკეთა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 79-ე წუთამდე იყო.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა ორი გოლი გაუშვეს და მნიშვნელოვანი თამაში წააგეს. კვერნაძეს სერია B-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„ფროზინონე“ 23 ტურის შემდეგ 46 ქულით მეორე ადგილზეა და სწორედ „ვენეციას“ ჩამორჩება, უკვე 4 ქულით, ხოლო მომდევნო ტურში 11 თებერვალს, „აველინოს“ ესტუმრება.







