გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგთან“ საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა.
ორივე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა, თუმცა შეცვლაზე. გოჩოლეიშვილი მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა, ხოლო ზივზივაძემ 64-ე წუთიდან ითამაშა. ბუდუს გამოჩენა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა. მას ბოლო ორი თვეზე მეტი გაუცდა. "ჰაიდენჰაიმს" მატჩის მიწურულს გოლი არ ჩაუთვალეს, არადა, საგოლე პასის ავტორი ზივზივაძე იყო.
ზივზივაძეს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 9 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლი გაიტანა. გოჩოლეიშვილის აქტივში 17 ბუნდესლიგური თამაშია.
„ჰამბურგი“ 22 ქულით მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში 14 თებერვალს, „უნიონს“ უმასპინძლებს, ხოლო „ჰაიდენჰაიმი“ 13 ქულით ბოლო ადგილზე რჩება, მძიმე მდგომარეობაშია და მომდევნო მატჩს 15 თებერვალს, სტუმრად „აუგსბურგთან“ ჩაატარებს.







