ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში „ვულვზმა“ და „ჩელსის“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
კოულ პალმერმა მე-13 წუთზე პენალტით გაიტანა გოლი და ლონდონელები დააწინაურა პალმერმა 35-ე წუთზე კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი პენალტიდან, 38-ე წუთზე კი ჰეთ-თრიქი შეასრულა. ტოლუვალასე აროკოდარემ მასპინძელთან 55-ე წუთზე ერთი საპასუხო შეაგდო..
ლიდერმა „არსენალმა“ „სანდერლენდს“ 3:0 მოუგო. დუბლი მიითვალა ვიქტორ დიოკერეშმა (66 და 90+3 წუთები), ანგარიში კი მარტინ სუბიმენდიმ 42-ე წუთზე გახსნა.
ამ თამაშის შემდეგ, ინგლისის პრემიერლიგის ცხრილს „არსენალი“ 56 ქულით ლიდერობს, ხოლო „სანდერლენდი“ 36 ქულით მეცხრე ადგილზეა.
შემდეგ რაუნდში „მეთოფეები“ 12 თებერვალს სტუმრად „ბრენტფორდს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო „შავი კატები“ 11 თებერვალს „ლივერპულს“ უმასპინძლებენ.
ნგლისი. პრემიერლიგა. 25-ე ტური. 7 თებერვალი: მანჩესტერ იუნაიტედი - ტოტენჰემი 2:0, არსენალი - სანდერლენდი 3:0, ბარნლი - ვესტ ჰემი 0:2, ბორნმუთი - ასტონ ვილა 1:1, ვულვერჰემპტონი - ჩელსი 1:3, ფულემი - ევერტონი 1:2, ნიუკასლი - ბრენტფორდი მოგვიანებით გაიმართება







