სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:44 | 7.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ ლა ლიგის მატჩში „მალიორკა“ გაანადგურა, ლევანდოვსკიმ და იამალმა თითო ბურთი გაიტანეს

ესპანეთის ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩი, „ბარსელონასა“ და „მალიორკას“ შორის კატალონიური კლუბის გამარჯვებით დასრულდა - 3:0.

„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ მატჩის პირველი გოლი 29-ე წუთზე გაიტანა. 61-ე წუთზე, ლამინ იამალმა თავისი გუნდის უპირატესობა გააორმაგა. 83-ზე ნახევარმცველმა მარკ ბერნალმა მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლა ლიგის 23 მატჩის შემდეგ, „ბარსელონას“ 58 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს. „მალიორკამ“ 24 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზეა.

„მალიორკა“ 15 თებერვალს საკუთარ მოედანზე „რეალ ბეტისს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ბარსელონა“ ერთი დღის შემდეგ „ჟირონას“ ეწვევა.

0.159792