ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში გამოეთიშა.
ქართველი ჩოგბურთელი სერბ ჰამად მედიედოვიჩთან ორ სეტში დამარცხდა. სერბმა პირველი სეტი 6:3 მოიგო, ხოლო მეორეში მეტოქეს 6:4 აჯობა და გამარჯვება არ გასჭირვებია. შეხვედრა 1 საათისა და 5 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 137-ე ადგილს იკავებს.







