„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ბრუნუ ფერნანდეშმა ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ (2:0) გოლი გაიტანა. ეს საგოლე მოქმედება მე-200 გახლდათ მანჩესტერული კლუბის რიგებში პრემიერლიგაში.
ნახევარმცველს ახლა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით 104 გოლი და 96 საგოლე გადაცემა მოუფროვდა. ფერნანდეშმა ეს მიღწევა 314 მატჩში მოახერხა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებს შორის 200 საგოლე გადაცემის ნიშნულს უფრო სწრაფად მხოლოდ თავდამსხმელმა უეინ რუნიმ მიაღწია, რომელმაც 295 მატჩი ჩაატარა.
ინგლისის პრემიერლიგაში 25 მატჩის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. ცხრილს „არსენალი“ 53 ქულით ლიდერობს.
შემდეგ რაუნდში „მანკუნიანელები“ „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ დაუპირისპირდებიან.







