ესპანეთის ლიგა ენდესას მე-19 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „ბურგოსთან“ დაძაბულ ბრძოლაში, 88:96 დამარცხდა.
გიორგი შერმადინმა არასრულ 26 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 3 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა. შეხვედრაში პირველი მოხსნა გიორგისთვის ლიგა ენდესაში „ტენერიფეს“ მაისურით 1200-ე იყო, რითაც კლუბის ისტორიაში საუკეთესოა.
„ტენერიფე“ 11 მოგებით და 8 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 14 თებერვალს, „ბრეოგანს“ უმასპინძლებს.







