გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურის მატჩი მიონხენგლადბახის „ბორუსიასა“ და ლევერკუზენის „ბაიერს“ შორის ფრედ - 1:1 დასრულდა.
მასპინძელი გუნდის ნახევარმცველმა იანიკ ენგელჰარდტმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა. პირველი ტაიმის ბოლოს, 45-ე წუთზე, „ბორუსიას“ ნახევარმცველმა ფილიპ სანდერმა ავტოგოლი გაიტანა.
ამ თამაშის შემდეგ, მიონხენგლადბახის „ბორუსია“ გერმანიის უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო „ბაიერი“ 36 ქულით მეხუთეზე.
გერმანია. ბუნდესლიგა. 21-ე ტური. 7 თებერვალი: ჰაიდენჰაიმი - ჰამბურგი 0:2, ფრაიბურგი - ვერდერი 1:0, ზანქტ პაული - შტუტგარტი 2:1, მაინცი - აუგსბურგი 2:0, ვოლფსბურგი - დორტმუნდი 1:2, გლადბახი - ლევერკუზენი 1:1.







