ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურის მატჩი „ნიუკასლსა“ და „ბრენტფორდს“ შორის „ფუტკრების“ გამარჯვებით 2:3 დასრულდა.
სვენ ბოტმანმა მასპინძელი გუნდი 24-ე წუთზე დააწინაურა. ვიტალი იანელტმა ანგარიში 37-ე წუთზე გაათანაბრა. იგორ ტიაგომ 45+2 წუთზე პენალტით გაიტანა და სტუმრები დაწინაურდნენ. ბრუნო გიმარაესმა 79-ე წუთზე პენალტით გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. დანგო უატარამ გამარჯვების გოლი 85-ე წუთზე შეაგდო.
ამ თამაშის შემდეგ, „ნიუკასლი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 33 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო „ბრენტფორდი“ 39 ქულით მეშვიდეზე.
ინგლისი. პრემიერლიგა. 25-ე ტური. 7 თებერვალი: მანჩესტერ იუნაიტედი - ტოტენჰემი 2:0, არსენალი - სანდერლენდი 3:0, ბარნლი - ვესტ ჰემი 0:2, ბორნმუთი - ასტონ ვილა 1:1, ვულვერჰემპტონი - ჩელსი 1:3, ფულემი - ევერტონი 1:2, ნიუკასლი - ბრენტფორდი 2:3.







