სხვა

0:23 | 8.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ეგაძის 5 ქულა: საქართველო ფინალშია და მედლებისთვის იბრძოლებს

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც მილანი და კორტინა მასპინძლობენ, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები ფინალშია.

10 მონაწილიდან ფინალის საგზური ხუთმა საუკეთესო გუნდმა მოიპოვა, რომელთა შორის საქართველოც მოხვდა. გუნდურ შეჯიბრში ბოლო ყინულზე ნიკა ეგაძე გავიდა, რომელმაც მოკლე პროგრამაში 84.37 ქულა მიიღო, რაც მეექვსე შედეგი იყო და შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს 5 ქულა შესძნა.

მანამდე საქართველოს ნაკრებს დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილლმა 5 ქულა მოუტანა, ანასტასია გუბანოვამ 6, ხოლო ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წვყილმა - 9. შედეგად, ჯამში 25 ქულით საქართველოს ნაკრებმა 10 მონაწილეს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა.

საქართველო ისტორიაში პირველად ფინალში იასპარეზებს. ფინალში საქართველოს გარდა, გადავიდნენ აშშ (33 ქულა), იაპონია (32), იტალია (28) და კანადა (27).

0.098967